რუსეთში, ქალაქ სერპუხოვის ქალთა მონასტერში აფეთქება მოხდა – ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. მოსკოვის ოლქის შსს-ს ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა კლასიკური გიმნაზიის 18 წლის მოსწავლემ ააფეთქა.
საინფორმაციო სააგენტოს ТАСС – ის ინფორმაციით დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის 7 მოზარდია. შემთხვევა დღეს 08:24 საათზე მოხდა.