ახალხალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ზოგიერთმა ტელევიზიამ სხვანაირად გააშუქა იქ მომხდარი ინციდენტი. მან ასევე დასძინა, რომ ხშირად ტელევიზიებიდან ნეგატივი მოდის, რის გამოც შესაძლებლობის შემთხვევაში ტელევიზიასაც გახსნიდა, რომელსაც „პოზიტივს“ დაარქმევდა.
ცნობისთვის, 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულიდან რამდენიმე ადამიანი გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.








