10 დეკემბერს, ხუთშაბათს, ტურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი და აზერბაიჯანის ლიდერი, ილჰან ალიევი ბაქოში, გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრნენ.
ბაქოში, აზერბაიჯანისა და თურქეთის დროშებით მორთულ თავისუფლების მოედანზე, 3 ათასამდე თურქმა და აზერბაიჯანელმა ჯარისკაცმაჩაიარა.
აღლუმზეწარმოდგენილი იყო თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, თურქული და ებრაული უპილოტო საფრენი აპარატები. ასევე, გუშინ, ბაქოში ჩატარებული სხვა აღლუმებისგან განსხვავებით, წარმოდგენილი იყო ბრძოლის ველზე, ტროფეის სახით მოპოვებული სომხური არმიის საბძოლო ტექნიკა.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებაში ჭარბობს საჭოთა და რუსული ტექნიკა,აზერბაიჯანმა ბოლო წლებში, სხვადასხვა ქვეყყნიდან შეძენილი შეიარაღებაც აჩვენა, რამაც ომის დროს საბოლოო ჯამში მათ სტრატეგიული უპირატესობა მისცა.
პირველ რიგში ეს თურქული უპილოტო საფრენი, ბაირახტარია, ასევე ებრაული ჰაროპი, Skystriker-ი, სადაზვრერვო და დამრტყმელი დრონები ჰერმესი და ორბიტერი, თურქული ჩეხური, ბელარუსული და ებრაული ზალპური ცეცხლისა და სარაკეტო კომპლექსები.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა აღულმზე სიტყვით გამოსვლისას ოსმალეთის იმპერიის ისტორია გაიხსენა და სომხეთში ხელისუფლების შეცვლის იმედი გამოთქვა.
ერდოღანმა თავის სიტყვაში ენვერ-ფაშა და კავკასიის ისლამური არმიაც ახსენა. ისტორიკოსების ერთი ჯგუფი, სწორედ ენვერ-ფაშას მიიჩნევს 1915 წლის სომეხი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების ინიციატორად. მის ხსენებას სომხური საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა.







