ჩვენი სასწრაფო დახმარების ექიმების მხრიდან გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა დაგარწმუნებთ, რომ ექიმები როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ და მათ საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა ესაჭიროებათ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება დროულად გაეწიოთ.







