აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, ზომბი აპოკალიპსისთვის შემუშავებული რეკომენდაციები ისევ განაახლა. რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში თუ მსოფლიო მოულოდნელად მოსიარულე მკვდრების პირისპირ აღმოჩნდება, ამ საკითხზე, ცენტრის მიერ შემუშავებული მითითებები ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. რეკომენდაციები მრავალმხრივია და ნებისმიერ საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება იქნეს გამოყენებული.







