ჩეჩნეთი – ალბათ ყველაზე ცნობილი რეგიონი რუსეთის საზღვრებს მიღმა. რესპუბლიკის უცვლელი ლიდერი რამზან კადიროვი, საკუთარ თავს პუტინის ერთგულ ჯარისკაცს უწოდებს. მას ისეთ განცხადებებსა და ქმედებებზე აქვს კარტ-ბლანში, რომლითაც რუსეთის ვერცერთი სხვა გუბერნატორი ვერ დაიკვეხნის.
ჩეჩნეთს, რუსეთის სხვა რეგიონებისგან კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება აქვს. რესპუბლიკის მმართველობის სისტემა, თითქმის სრულად, რამზად კადიროვსა და მასთან დაახლოებულ პირებზეა აგებული.
კადიროვის ნდობით აღჭურვილთა წრე – კადიროვის ახლობლებია, პირები, რომლებსაც ენდობა, არა მხოლოდ იმიტომ როmიცნობს, არამედ, მათთან რაღაც უფრო დიდი ისტორიითაა დაკავშირებული.
რუსეთის კანონმდებლობაში არსებობს სახელმწიფო სამსახურში “ინტერესთა კონფლიქტის” გაგება. პირებს, რომლებსაც პირადი ურთიერთობები აკავშრებთ, არ უნდა მუშაობდნენ ისეთ თანამდებობებზე, სადაც მათი პირადი ურთიერთობები, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას შეუშლის ხელს.
კადიროვმა ირგვლივ თანასოფლელები და ნათესავები შემოიკრიბა. ყველა სიკეთე, რაც მათ გააჩნიათ, კადიროვის”წყალობითაა”შექმნილი – ეს კი მათი ერგულების გარანტია







