ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანას განიხილავენ, მათ შორის ერთ-ერთი კორონავირუსის ჩინური ვაქცინაა.
პრაიმვიდეომ შეკრიბა ყველა ის ინფორმაცია რაც ჩინური ვაქცინის შესახებაა ცნობილი
| რა ვიცით ჩინური ვაქცინების შესახებ.
ჩინეთმა Sinopharm-ს მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინა საყოველთაო მოხმარებისთვის 31 დეკემბერს დაამტკიცა.
ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinopharm-მა ვაქცინის გამოცდის მესამე კლინიკური ფაზის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კოვიდის ვაქცინა 79.34%-ით ეფექტურია.
Sinopharm-ის ვაქცინის გარდა, ჩინეთში კიდევ 4 ვაქცინა კლინიკური კვლევების მესამე ფაზაშია, რომელთა კვლევაც კვალავ მიმდინარეობს.







