თურქეთში მასობრივი აქციები დაიწყო. სტამბულისა და ანკარის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა, მათი მოთხოვნაა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზის გამო, მთავრობა გადადგეს.
ხალხი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმზეა დაცემული. 23 ნოემბერს 1 ამერიკული დოლარი 13.4 ლირაზე იცვლებოდა.







