ქუთაისის შემოსასვლელში აღმართული დროშა, რომლის მოწყობასაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორი წელი და 50 000 ლარი მოანდომა, ქარმა ისევ დააზიანა.
დაზიანებული დროშის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი ავრცელებს.







