გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში, კერძო საინკასაციო კომპანიის თანამშრომელი გაძარცვეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მძარცველმა 50 ათასამდე ლარის წაღება მოახერხა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.







