ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
ახლახანს კი ცნობილი გახდა დაკავებულთა ვინაობა – 46 წლის რომეო ფიფია და 45 წლის გია დანელია. უკრაინულ ინტერნეტ-რესურსებში გავრცელებულია კიევის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრებიც, სადაც ასახულია რომეო ფიფიას და გია დანელიას დაკავება.
დეპუტატს ჩანთაში, სავარაუდოდ დეპუტატის კუთვნილი 160 000 ევრო და 340 000 გრივნა ედო.








