დღეიდან ბათუმში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო უკვე არსებულ შეზღუდვებს მთელი რიგი ახალი აკრძალვები დაემატა.
უამრავი პრობლემის პარალელურად, ბათუმელებს დილიდან მაგისტრალური გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
როგორც შესაბამის სამსახურებში აცხადებენ, აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება.








