„ვიცი, რომ თქვენი მისია ავღანეთში იქნება წარმატებული. ღმერთი გფარავდეთ“,- საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა.
მან სამსხედროებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ის უმაღლესი შეფასებები, რომელსაც საქართველო თავისი პარტნიორებისგან იმსახურებს, დიდწილად მათი დამსახურებაა.







