პენსიების ზრდა ყოველწლიურად საკანონმდებლოდ არის გამყარებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„2021 წლის ბიუჯეტში მოგეხსენებათ, განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად საკანონმდებლოდ არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე ლოდინი პენსიის ზრდაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.







