“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს 17 ნოემბერს თბილისში აქციით დახვდებიან. აქციაზე პოლიტიკური გამოსვლები არ იგეგმება, თუმცა ყველა მონაწილე არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებს.
“ჩვენ, ერთი მხრივ, ამერიკის დროშებით ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და ამავე დროს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი და პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება. იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა და ერთი მესიჯი”, – თქვა უგულავამ.







