პოლონეთში, ქალაქ სერაკუვის ცენტრში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი უკრაინის მოქალაქეებს თავს დაესხა.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის რადიო ავრცელებს. გამომძიებლების ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება შესაძლოა, ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარიყო.
ინციდენტის ყველა მონაწილე შრომითი მიგრანტები იყვნენ, რომლებიც ადგილობრივ ფირმებში მუშაობდნენ.
პოლონური პორტალის, miedzychod.naszemiasto-ს ინფორმაციით, სისხლიანი თავდასხმა კვირას, ქალაქ სერაკუვას ცენტრში მოხდა. პორტალის ინფორმაციით ბასრი საგნებით შეიარაღებული 4 პირი თავს დაესხა 3 ადამიანს, შემდეგ კი, თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.
პოლონური პორტალის ცნობით, ერთ-ერთი სავარაუდოდ, დაჭრილი უკრაინელი, ახლომდებარე მაღაზიაში შევარდა და შველას ითხოვდა.








