ჟურნალისტი ვახო სანაია ოჯახზე ლელა წურწუმიას გადაცემაში საუბრობს. ის პირველად პასუხობს იმ ადამიანებს, ვინც მას მესამე ქორწინების გამო აკრიტიკებდა. საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ ვახო სანაიამ მესამედ ჩუმად ისე იქორწინა, რომ მეორე მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. გადაცემაში ჟურნალისტმა განმარტა, რომ მას მეორე ცოლთან ურთიერთობა გარკვეული ჰქონდა და კრიტიკის ქარცეცხლში უმიზეზოდ გაატარეს.







