ჩვენ დავინახეთ, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი და არ არსებობს ერთი კონკრეტული გამოსავალი, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს. ზოგადად, გეოლოგიური მდგომარეობა ძალიან არასახარბიელოა, რაც ართულებს მუშაობის პროცესს, – ამის შესახებ გერმანელმა ექსპერტმა პეტერ ნიუმანმა ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„უსაფრთხოების ზომები, რომლებიც მიღებულია, მათ შორის, მოძრაობის ბლოკირებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია და უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ ვართ ინიცირების ფაზაში შესაძლო მასშტაბური მეწყერის. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟის ზომები და უნდა ვაწარმოოთ მონიტორინგი. უნდა ვიყოთ ყურადღებით, დავეყრდნოთ შესაბამის გეოლოგიურ კვლევებს და ამის შემდეგ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები,“- განაცხადა ექსპერტმა.







