შაბათს, 4 დეკმებერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოფელ შალაჟიში , აბდულაჰ ანზოროვი დაკრძალეს. ანზოროვმა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, საფრანგეთში, ტერაქტი მოაწყო. მან პარიზის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს თავი მოჰკვეთა. 18 წლის ანზოროვი პოლიციამ მოკლა.
რამდენიმე დღის წინ ანზოროვის ცხედარი, რუსეთში, თურქეთის გავლით ჩაასვენეს.
რუსეთის ჩეჩნეთის რესპულიკის ხელისუფლებამ, ტერაქტი თავიდანვე დაგმო, ამასთან, რამზან კადიროვმა საფრანგეთის ხელისუფალთ ბრალად დასდო, რომ პატივს არ სცემენ მორწმუნეების გრძნობებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაკრძალვას 200 მდე ადამიანი დაესწრო.
ბიბისის რუსული სამსახური დაინტერესდა, დაკრძალეს თუ არა აბდულაჰ ანზოროვი განსაკუთრებული პატივით?







