საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადეების ხმარება სავალდებულო ხდება არა მარტო დახურულ სივრცეებში, არამედ ღია სივრცეებშიც. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ერთადერთი საშუალება დღეისთვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისა და ამასთან ერთად დაავადების გავრცელებისგან, არის პირბადე.








