4 ოქტომბრიდან ბავშვთა გასართობი ცენტრები ფუნქციონირებას განაახლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
მათივე ცნობით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, ასევე მუშაობას განაახლებენ სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებიც.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ სასწავლო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით განახლდება.








