ქართული ოცნების დეპუტატის, კახა კახიშვილის განცხადებით, ყველაფერს სჭირდება რეგულაცია და დღევანდელი კანონმდებლობით არაა განსაზღვრული, თუ ვინაა ჟურნალისტი.
“ყველაფერს სჭირდება რეგულაცია, ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც ფაქტობრივად ქმედითი მექანიზმები პასუხის გაცემის არ არის. დღეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი ჟურნალისტი და გრადაცია ვინ არის ჟურნალისტი არ არის. ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს, თუ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჟურნალისტია და 3 სტატუსს დაწერს. ისე, სხვათაშორის, მეც პალიტრაზე 2 წელი გადაცემა მიმყავდა, რაღაც სტატუსებს მეც ვდებდი, ბლოგიც მიმყავდა კვირის პალიტრაში, შესაბამისად, შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ მეც ჟურნალისტი ვარ”, — განაცხადა კახიშვილმა.







