ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც მშენებარე კორპუსის უკან მიწა ჩამოიშალა, რამდენიმე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა
ევაკუაცია თბილისში – ლორთქიფანიძის ქუჩაზე, ფერდის ნაწილის ჩამოშლის გამო, მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს შენობა დაატოვებინეს. მოქალაქეები სახლებიდან ეტაპობრივად გამოიყვანეს და ავტობუსებით სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილეს.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, კლდის ფერდი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს დაზიანდა.
ვიდეო: ჩემი ქალაქი მკლავს







