თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.
ხანძრის შედეგად დამწვარია სამსართულიანი კორპუსის მეორე სართული. ადგილზე შვიდი სახანძრო სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, სახლში ორი მოხუცი ცხოვრობდა, ერთ-ერთი კი უსინათლო იყო.







