„მათი ეს პოლიტიკა არ არის მხოლოდ ემოციაზე დაფუძნებული, ეს არის კარგად გააზრებული, მზაკვრული შეთქმულება საქართველოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, პირველი ამოცანაა, არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტის, ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის, ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი, ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, ამიტომ ებრძვიან პატრიარქს, ამიტომ იგონებენ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან ელგებეტე მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის მძიმე პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ ჩვენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტყიბულში, მერობის კანდიდატის წარდგენისას.








