ოპოზიცია აყენებს ულტიმატუმებს და თან დიალოგი უნდა, ეს ცხელი თოვლივითაა. ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„ოპოზიცია ულტიმატუმებს აყენებს. იგივეა მთავრობამ რომ თქვას, ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ ოღონდ ერთი რამის გათვალისწინებით უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და მერე იყოს დიალოგი, ახლა რასაც ითხოვენ ეგ არის ულტიმატუმი. ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამოერიცხავს. შესაბამისად პირობების დაყენება თან, სადაც დაობენ იმ პირობის დარღვევაა… მერე ამბობენ დიალოგიო… ცხელი თოვლივითაა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.







