მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ქვეყნის ძალისა და სიცოცხლის მიმცემი და დღევანდელ უმძიმეს რეალობაში ჩვენი მთავარი დევიზიც სწორედ ილიას ეს სიტყვებია: მოძრაობა და მოძრაობა, – ამ სიტყვებით დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ახალი გუნდის პრეზენტაცია.
ნიკა მელიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე პარტიის ახალი სახეები წარადგინა.







