საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულების რაოდენობა 4399-ს შეადგენს. ამასთან, გამოჯანმრთელებულია 62 ადამიანი. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო გარდაცვლილია 25.








