პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელიც პროტესტის ნიშნად 10 დღეა შიმშილობს, ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა.
„დაახლოებით, საათ-ნახევრის წინ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. რბილად რომ ვთქვა, ძალიან შეუძლოდაა. მოძრაობის დროს წაიქცა, ძალიან დასუსტებულია. 10 დღეში 15 კილო აქვს დაკლებული. ხელის კიდურების გაშავება, ორგანიზმდან აზოტის გამოყოფა დაეწყო, რაც სახიფათო ნიშნებია“, – განაცხადა გელბახიანმა.







