როდესაც ალექსეი ნავალნის მიერ გამოქვეყნებულმა 2 საათიანმა ვიდეომ სასახლეზე, რომელიც მისი თქმით ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, იუთუბზე 100 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, ვლადიმერ პუტინი ანერვიულდა, წერს Financial Times-ი.
ვიდეოს გამოქვეყნებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. ერთი კვირის შემდეგ, დარტყმა საკუთარ თავზე ოლიგარქმა არკადი როტენბერგმა მიიღო, რომელმაც განაცხადა, რომ სასახლე მისი იყო. თუმცა, როტენბერგის განცხადაბამ საზოგადოებაში ნდობა ვერ გამოიწვია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ლიდერები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, როგორ აღიზიანებს საზოგადოებას მსგავსი მდიდრული და დიდწილად აბსურდული ნაგებობი.
თავისი ექსტრავაგანტული სასახლის ასაშენებლად, რუმინეთის დიქტატორმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ, ბუქარესტის ნაწილი გაანადგურა. თუმცა მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო, ის სიკვდილით დასაჯეს.







