მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა ხელისუფლებაში იყო და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად.







