2020 წელი ანტირეკორდებისა და სირთულეების წელია. პროგნოზების რაოდენობა, რომლის მიხედვითაც მომდევნო ათწლეულებში ადამიანების ცივილიზაციამ შეიძლება არსებობა შეწყვიტოს, მასშტაბურია.
ახლა მეცნიერები დედამიწის ბიომასაზე ალაპარაკდნენ და ის ანთროპოგენილ მასას შეადარეს, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილ/ წარმოებულ მასას მოიცავს.
ახალი კვლევების თანახმად, ყოველწლიურად ადამიანები სულ უფრო მეტ მატერიალს აარმოებენ. მაგალითად ბეტონს, რომელიც ანთროპოგენული მასის უდიდესი შემადგენელი ნაწილია.
თუ 1900 წელს ანთროპოგენული მასა, მთლიანი ბიომასის 3% შეადგენდა, 2020 წელს ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს პლანეტის მთლიან მასას.







