ფარული მიყურადება და ფარული ჩანაწერებით მანიპულირება ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ირაკლი ღარიბაშვილი ამასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს კომენტარს. ჩვენი გუნდის არაერთმა წარმომადგენელმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს ფარული მიყურადება და ფარული ჩანაწერებით მანიპულირება. ირაკლი ღარიბაშვილისთვის ეს კითხვა ჯერ არ დაუსვამთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც იქნება შესაძლებლობა, ის ამ კითხვას ღირსეულად უპასუხებს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.







