დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. დაპირისპირების შედეგად ეპარქიის მოაჯირიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადავარდნენ. დაშავებულია “ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და რუსთავი 2 ის ოპერატორი დათო კონჯარია. მედიის წარმომადგენლების გარდა მოაჯირიდან გადავარდნენ მოქალაქეები და ამ დროისთვის 10 პირია დაშავებული.