„მარნეულში N13.22.65 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა, მათ შორის სამჯერ მოხერხდა მისი ქმედებების ვიდეო ჩანაწერით დაფიქსირება“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ სოციალურ ქსელში და თან ურთავს ვიდეომასალას.







