36 წლის აიტია სინგჰს პანდემიის დროს თვითმფრინავით ფრენის ეშინოდა, ამიტომ 3 თვე ჩიკაგოს აეროპორტში, მხოლოდ თანამშრომლებისთვის დასაშვებ ზონაში, შეუმჩნევლად ცხოვრობდა.
სინგჰი მხოლოდ 16 იანვარს, აღმოაჩინეს, როდესაც მას ავიაკომპანიის თანამშრომელმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვა. სინგჰი შეეცადა ეჩვენებინა სამკერდე ნიშანი – ბეიჯი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წინა წლის ოქტომბერში, აეროპორტის თანამშრომლის დაკარგული ბეიჯი წარუდგინა და ის დააკავეს.







