პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით კორონავირუსით ინფიცირებულთა 20 პროცენტს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება.
„ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირდებიან 20%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. წარმოიდგინეთ, 3000-ის 20% არ არის ცოტა რაოდენობა. მითუმეტეს ეს არ არის დაავადება, რომელიც ერთი დღის განმავლობაში შეძლოს ექიმმა პროცესის ლიკვიდაცია, მას გარკვეული დრო სჭირდება – მინიმუმ 10 დღე“, – განაცხადა ლევან რატიანმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.







