ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა თავის გულშემატკივარს, რომელსაც 90 წელი შეუსრულდა დაბადების დღე მიულოცა.
90 წლის იუბილარის შვილიშვილმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა, რომ ბაბუისთვის დაბადების დღის ყველაზე დიდი საჩუქარი რაფაელ ნადალის მილოცვა იქნებოდა, რა თქმა უნდა, ეს ასეც მოხდა. ჩოგბურთელმა 90 წლის ქომაგს მილოცვის ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა.
ესპანელი ლეგენდის ასეთმა ჟესტმა ინტერნეტშ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მილოცვის ემოციური ვიდეო კი, ინტერნეტ ჰიტი გახდა.







