კრემლის ბაავშვების ძალაუფლება რუსეთში იზრდება – ამ სათაურით სტატიას ფრანგული ლე მონდი აქვეყნებს. პუბლიკაციაში პუტინთან დაახლოებულ პირებსა და იმ დახურულ წრეზეა საუბარი, რომელში მოხვედრაც “რჩეულების” ხვედრია.
ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები, მსხვილ სახელმწიფო კომპანიებში დინასტიებს ქმნიან – წერს სტატიის ავტორი. დინასტეიბში კი პუტინის მეგობრის შვილებს გულისმხობს, რომლებიც სულ უფრო ხშირად და მრავლად ჩნდებიან სახელმწიფო კომპანიებში წამყვან თანამდებობებზე.
მიმდინარე წლის ნოემბერში რუსულმა გამოცემამ, Новая газета-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ე.წ დახურულ წრეში “ელიტური ბავშვების ბოლოდროინდელ დაწინაურებაზეა” საუბარი.
პუბლიკაციაში ნახსენებია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი საგარეო დაზვერვისა და იარაღის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელის, მიხაილ ფრადკოვის შვილები. მისი უფროსი ვაჟი “პრომსვიაზბანკის” , მთავარი სახელმწიფო ბანკი, რომელიც შეიარაღებასთანაა დაკავშირებული, სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. უმცროსი ვაჟი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაამწესეს..
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს შვილი, სერგეი, რომელიც კიდევ ერთი სახლემწიფო ბანკის, VTB-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო ბიზნესში გადაბარგდა.
ამათ გარდა, ათეულობით მეტ-ნაკლებად ცნობილი მოხელეების შვილებზეა საუბარი, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებს – დიდი შემოსავალი.







