კატასტროფული ვითარება – სწორედ ასე აფასებენ ექიმები ქვეყანაში არსებულ ეპიდმდგომარეობას.
სპეციალისტები თვლიან, რომ დადგა დრო, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს. მათ ნაწილი, ასევე, თვლის, რომ მოქალაქეების დაცვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება კოვიდპასპორტების, ანუ ე.წ “მწვანე საშვის” შემოღებაც, რომლის წარდგენის შემდეგ უნდა დაიშვებოდნენ ისინი დახურულ სივრცებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
რუსთავი 2








