კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც ვალდებული არიან, ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი, დაცინვა და ქილიკი პასუხი არ არის, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტმა სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც ქვეყანაში დღეს მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.







