ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა მმართველი პარტიის დაარსებიდან 75-ე წლისთავზე გამართულ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა.
"ჩვენმა ხალხმა ცაზე მაღალი, ზღვაზე ღრმა ნდობა გამოამჟღავნა ჩემს მიმართ, მაგრამ მე ყოველთვის ვერ ვახერხებდი დამაკმაყოფილებლად მის გამართლებას. ამისათვის ბოდიშს გიხდით".- თქვა მან და ხელსახოცით ცრემლები შეიმშრალა.







