კონტეინერმზიდი ხომალდი, რომელმაც სუეცის არხი გადაკეტა, მეჩეჩიდან გაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება მოძრაობა სუეცის არხში.
400-მეტრიანი კონტეინერმზიდი „EverGiven” იაპონური კომპანიის საკუთრებაა. ის 24 მარტს ძლიერი ქარის შედეგად არხში გაიჭედა და მოძრაობა გადაკეტა.







