ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მარკ ცუკერბერგი და ილონ მასკი ერთამნეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და რაკეტების თემა.
Space-X -ისა და ტესლას მფლობელი და ფეისბუქის ხელმძღვანელი, მათ შოპრის არსებულ დაპირისპირებას არც მალავენ. 2016 წელს, როდესაც სფეისიქსის რაკეტის აფეთქებამ ფეისბუქის თანამგზავრი გაანადგურა, ზუკერბეგრმა, მწვავე განცხადება გამოაქვეყნა – ღრმად იმედგაცრუებული ვარ სპეისიქსის მარცხით“ – თქვა მან. ხოლო როდესაც ფეისბუქი Cambridge analytica-s სკანდალში გაეხვა, ილონ მასკმა თავისი კომპანიების ფეისბუქ გვერდები საჯაროდ წაშალა.
ორი მილიარდერი პლანეტის უმდიდრესთა შორისაა. მათი კომპანიები წარსულში თანამშრომლობდნენ კიდეც და ორივე მათგანი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ნათელია, რომ მათ ერთმანეთი გულზე არ ეხატებათ.
პრაიმვიდეო წარმოგიდგენთ მათ შორის დაწყებული პაექრობის რამდენიმე მიზეზს:







