სოფელ ძველ სენაკში მარტოხელა დედა, ნანა ჯახია უსახლკაროდ დარჩა. მას საცხოვრებელი რამდენიმე ხნის წინ ხანძარმა გაუნადგურა. ნანა ჯახიას ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე მეუღლე ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მცირეწლოვანი შვილების მარტოხელა დედა აფხაზეთიდან დევნილი გახლავთ.







