„ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სიახლოვის წყალობით,ისრაელის სადაზვერვო სამსახურის „მოსადის“ დირექტორი ერთ-ერთი გავლენიანი პირი გახდა. ზაფხულში კი ის პენსიაზე გადის, თუმცა ბევრი უკვე გამოთქვამს ვარაუდს, მისი პოლიტიკურ მომავლის შესახებ, – ამის შესახებ ერთ-ერთი შვეიცარული გამოცემა წერს.
„აქამდე არავის ჰქონია ისეთი გავლენები, როგორც „მოსადის“ მოქმედ ხელმძღვანელ იოსი კოენს აქვს“ – მას შემდეგ, რაც 2016 წელს ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი გახდა, „მოსადი“ მის მიერ განოხორციელებული წარმატებული ოპერაციებით ხშირად ხვდება გაზეთების პირველ გვერდზე. ბოლო ასეთი შემთხვევა ნოებერში იყო, როდესაც, სავარაუდოდ, „მოსადის აგენტებმა ირანის წამყვანი ბირთვული ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე მოკლეს.
„ბოლო წლებში ისრაელის მთავარმა ჯაშუშმა ჩრდილოვანი საგარეო საქმეთა მინისტრის როლიც შეითავსა. ის სხვადასხვა დიპლომატიური ვიზიტისას ცვლიდა პრემიერი ნეთანიაჰუს. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისრაელისა და არაბული ქვეყნების დაახლოებაში. ჩრდილოვანი მინისტრი თებერვალში ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უნდა შეხვდეს. ასე იქცა ჩრდილოვანი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოვან ელჩად, რომელმაც ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს იმისთვის, რომ ვაშინგტონი ბაიდენის მმართველობის პირობებში არ დაუბრუნდეს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას ან როგორც მინიმუმ შეთანხმებაში ირანისთვის მკაცრი პირობებით დაბრუნდეს“, – ნათქვამია სტატიაში.







