იქნება თუ არა გრიპის ან კორონავირუსის ვაქცინა სავალდებულო – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ღამის კურიერში“ საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტია, თუმცა მისივე თქმით, მიზნობრივი ჯგუფებისთვის სავალდებულო უნდა იყოს.







