კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
სამი პირიდან ერთ-ერთი დაჭრილი მალხაზ ბოდუაშვილია. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სწორედ მისი მკვლელობა იყო განზრახული. სისხლიანი გარჩევა შურისძიებას უკავშირდება, რომელიც მალხაზ ბოდუაშვილის წინააღმდეგ იყო განხზრახული, თუმცა თავდასხმას ბოდუაშვილის თანამშრომელი ემსხვერპლა.







