ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ განცხადებით, მან უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ ექსპერტების ნაწილის აზრით, ეპიდვითარების მართვის პროტოკოლი რეალობას აღარ შეესაბამება და მასში ცვლილებების შეტანაა აუცილებელი.
„მე მაცვია თეთრი ხალათი, არ ვაპირებ სიკვდილის ბოლომდე ამ ხალათის გახდას და იმ ექიმებს, რომელთაც უხარიათ დღევანდელი ლეტალობის ინდექსი, ჩემდა სამწუხაროდ, გასაოცარია. მე მათ ვუსურვებ, ჩემთან ერთად, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს ეს პანდემია და ყველა სიბოროტე დაგვევიწყებინოს“, – განაცხადა რატიანმა.







