პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ის და მისი თანაგუნდელები პარლამენტში შევლენ მხოლოდ მაშინ, თუ მოხდება საერთო ოპოზიციური შეთანხმება.
“გირჩი” შევა პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ნამდვილად პარლამენტი, ეს ნიშნავს, რომ იქ უნდა იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს იქ”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.








